ჰეროდოტე თავის ისტორიაში (წიგნი V ტერპსიქორა 5:25) აღწერს კორუმპირებული მოსამართლის დასჯის ამბავს. ძვ წ.აღ VI საუკუნეში მიდიისა და სპარსეთის მეფე კამბისმა ამხილა რა მოსამართლე სისანი საქმეთა მოსყიდვის საქმეში, გადაწყვიტა მისი უმკაცრესად დასჯა.
სისანი მოკლეს და ტყავი გააძრეს. მეფის ბრძანებით მოსამართლის ტყავი დაანაწილეს და მისივე სავარძელზე თასმებით გადაჭიმეს.
სასჯელი ამით არ დასრულებულა. მეფე კამბისმა მოსამართლედ სისანის ვაჟი ოტანი დანიშნა და უბრძანა თავისი მამის ტყავით გადაჭიმულ სავარძელში ჯდომისას ყოველ ჯერზე მართლმსაჯულების აღსრულების დროს გახსენებოდა, ვის ტყავზე იჯდა.
(მხატვარი გერარდ დევიდი. ნახატი-დიპტიქი _ ,,კამბისის სასამართლო" შესრულდა (1498წ) სასამართლოს მიუკერძოებლად აღსრულების ვალდებულების სიმბოლოდ ქალაქ ბრიუგეს რატუშის შენობაში)