იმანუელ კანტი: სამართლის მოძღვრების შესავალი

ა) სამართლის მოძღვრების შესახებ

კანონთა ერთობლიობას, რომელთათვისაც  გარეგანი კანონმდებელობა შესაძლებელია,  სამართლის მოძღვრება ეწოდება (lus). თუ ასეთი კანონმდებელობა ნამდვილად არსებობს, იგი არის სწავლება პოზტიური სამართლისა, ხოლო ამ მოძღვრების მცოდნე ადამიანზე, იგივე სამართალმცოდნეზე (lurisconsultus) ამბობენ, რომ  არის სწავლული სამართალში, როცა მან გარეგანი კანონები იცის აგრეთვე, გარეგნული მხრიდან, ე. ი. იმ შემთხვევების მიმართ გამოყენების  თვალსაზრისით, რომლებიც გამოცდილებაშია; სწავლება სამართლისა შეიძლება გახდეს ასევე იურისპუდენცია (lurisprudentia), თუმცაღა იურისპუდენციასთან მისი არ გაერთიანებით, იგი რჩება, მხოლოდ სამართლის მეცნიერებად (lurisscientia).    ეს უკანასკნელი ეხება სისტემურ ცოდნას ბუნებითი სამართლის შესახებ (lus naturae), თუმცაღა სამართალმცოდნემ ამ სწავლებაში უნდა მოგვცეს შეუცვლელი პრინციპები ყველანაირი პოზიტიური კანონმდებლობისათვის.

ბ) რა არის სამართალი

შესაძლოა, აღნიშნული საკითხი  სამართლისმცდონესათვისაც დამაბნეველი აღმოჩნდეს -  თუ მხოლოდ ტავტოლოგიაში ჩავარდნა არ სურს, ან საერთო გადაწყვეტილების ნაცვლად  დაეყრდნოს იმას, რასაც ერთ დროს რომელიღაც ქვეყნების კანონები ამტკიცებდნენ, - როგორც  ყბადაღებულ საკითხს: „რა არის ჭეშმარიტება?“ მიმართულს ლოგიკის მასწავლებელთა მიმართ. რაც გვმართებს სამართლის მიხედვით (quid sit iuris -რა არის კანონიერი), ე.ი. რასაც ამბობენ და ამბობდნენ კანონები ამ თუ სხვა ადგილზე, ამ თუ სხვა დროებაში, მას ჯერ კიდევ მითითება შეუძლია; მაგრამ  არის კი სამართლიანი  (recht), რასაც ისინი ითხოვენ და როგორია  საყოველთაო კრიტერიუმები, რის საფუძველზეც საერთოდ შესაძლებელია განასხვავო სწორი და არასწორი (iustum et iniustum), - ეს რჩება მისთვის როგორც საიდუმლო, თუ იგი რაღაც დროით მაინც არ ტოვებს მითითებულ ემპირიულ პრინციპებს და ამ განხილვების შესახებ წყაროს  მხოლოდ გონებაში  არ მოიძიებს  ( თუნდაც  ეს ხსენებული კანონები კარგ სახელმძღვანელოდ ემსახურებოდნენ), რათა შესაძლო პოზიტიური კანონმდებლობის საფუძველი დადგინდეს. სამართლის შესახებ წმინდა ემპირიული სწავლება - არის თავი ( ხის თავის მაგვარი ფედრას იგავარაკისა არ იყოს), რომელიც შეიძლება  ლამაზია, თუმცა არ გააჩნია გონება.

სამართლის ცნება, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ამ სამართლისთვის დამახასიათებელ ვალდებულებას ( ე.ი. მისი მორალური ცნება) , ჯერ ერთი, ეხება მხოლოდ გარეგან და ამასთანავე პრაქტიკულ დამოკიდებულებებს პირებს შორის, რამდენადაც მათ საქციელს, როგორც მოქმედებას, შეიძლება ქონდეთ( პირდაპირი ან არაპირდაპირი) გავლენა ერთმენეთზე.

მეორეც, სამართლის ცნება ნიშნავს არა თვითნენობის დამოკიდებულებას სხვა პირის სურვილისადმი (წმინდა მოთხოვნილების მიხედვით), როგორც ამას ადგილი აქვს კეთილისმყოფელ თუ ულმობელ ქცევებში, არამედ მხოლოდ დამოკიდებულებას სხვისი [პირის] თვითნებობისადმი.

მესამეც, თვითნებობის ამ ურთიერთმიმართებაში მხედველოებაში არ მიიღება მატერიაც კი ამ თვითნებობისა, ე.ი მიზანი,რომელსაც სასურველ ობიექტთან მიმართებაში მიყვება თითოეული, მაგალითად, არ ისმის კითხვა, ერთხელ ნაყიდი საქონლისგან შეძლებს თუ არა მიიღოს სარგებელი  გადამყიდველმა; საკითხი დგას მხოლოდ ორმხრივი თვითნებობის მიმართებით ურთიერთობის ფორმაში, რამდენადაც იგი განიხილება  მარტოოდენ როგორც თავისუფალი და იმის შესახებ, თავსებადია თუ არა ასეთ ფორმაში  ორთაგან  ერთ-ერთის ქცევა  სხვისი თავისუფლებით, თანახმად საყოველთაო კანონისა.

მაშასადამე, სამართალი არის პირობათა ერთობლიობა, რომლის დროსაც ერთი პირის თვითნებობა მეორე პირის თვითნებობასთან თავსებადია თავისუფლების საყოველთაო კანონის თვალსაზრისით.

 

გ)  სამართლის საყოველთაო პრინციპი

,,სწორია ნებისმიერი ქცევა, რომელიც ან რომლის მაქსიმას თანახმადაც თითოეულის თვითნებობის თავისუფლება  თავსებადია თითოეულის თავისუფლებასთან  საყოველთაო კანონის თანახმად“. ამდაგვარად, თუ ჩემი ქცევა ან საერთოდ ჩემი მდგომარეობა თავსებადია  თითოეულის თავისუფლებასთან, საყოველთაო კანონის თანახმად, მაშინ ის, ვინც მაბრკოლებს  ამაში, არასწორია, რადგან ასეთი დაბრკოლება (წინააღმდეგობა) შეუთავსებელია თავისუფლებასთან საყოველთაო კანონის თანახმად.

 

აქედან  შემდეგიც გამომდინარეობს: არ შეიძლება მოთხოვნა, რომ ყველას მაქსიმათა ეს პრინციპი თავის მხრივ, იყოს ჩემი მაქსიმაც, ე.ი. რომ მე ჩემი ქცევისთვის ჩემს მაქსიმად გავიხადო ის; მართლაც, ნებისმიერს შეუძლია იყოს თავისუფალი, თუნდაც ჩემთვის მისი თავისუფლება სრულიად უმნიშვნელო იყოს, ან  თუნდაც გულის სიღრმეში მე მას სიამოვნებით დავარღვევდი, თუ მე მას არ მივაყენებ ზიანს ჩემი გარეგანი საქციელით.   საკუთარი მაქსიმათი სწორი საქციელი ჩაიდინო - ეს არის მოთხოვნა  წარმოდგენილი ჩემთვის ეთიკით.

ამდენად, საყოველთაო სამართლებრივი კანონი გვაუწყებს: მოიქეცი გარეგნულად ისე, რომ შენი თვითნებობის თავისუფალი გამოვლინება თავსებადი იყოს ნებისმიერის  თავისუფლებასთან,  საყოველთაო სამართლებრივი კანონის თანახმად; ეს სამართლებრივი კანონი, თუმცაღა  მაკისრებს მე ვალდებულებას, სრულებით არ ელოდება და მით უფრო, ნაკლებად მოითხოვს, რომ მე ამ ერთი ვალდებულების გამოისობით შევზღუდო საკუთარი თავისუფლება  ჩვენს მიერ ზემოთ  მითითებული  პირობებით; გონება მხოლოდ გვეუბნება, რომ იგი თავის იდეაში შეზღუდულია ამით და შესაძლებელია მოქმედებით იყოს შეზღუდული სხვითაც [ პირობებით], გონება ამას გამოხატავს, როგორც პოსტულატს , რომლის შემდგომი მტკიცება შეუძლებელია. -თუ განზრახვაში შედის არ  ასწავლო სათნოება, არამედ მხოლოდ აჩვენო რა არის სწორი, მაშინ არ შეიძლება და არ უნდა განიმარტოს საყოველთაო სამართლებრივი კანონიც კი როგორც მოტივი ქცევისა. 

 

დ) სამართალი დაკავშირებული იძულების უფლებამოსილებასთან

წინააღმდეგობა, აღმოჩენილი მისთვის, რომ აბრკოლებს რომელიღაც მოქმედებას, ხელსაყრელია ამ მოქმედებისთვის და თანხმობაშია მასთან. ყველაფერი არასწორი აბრკოლებს თავისუფლებას  საყოველთაო კანონის თანახმად, იძულებაც ხომ აბრკოლებს თავისუფლებას ან უწევს მას წინააღმდეგობას.

შესაბამისად, როცა თავისუფლების განსაზღვრული გამოვლინება თვითონ აღმოჩნდება თავისუფლების დაბრკოლებად თანახმად საყოველთაო კანონისა  (ე.ი არასწორია), მაშინ ასეთი იძულების გამოყენების მიმართულება, როგორღაც რომ ხელს უშლის თავისუფლებისთვის ხელშეშლას, თავსებადი თავისუფლებასთან საყოველთაო კანონთან შესაბამისობით, ე.ი არის როგორც სწორი; ეს ნიშნავს, რომ კანონის თანახმად სამართალთან წინააღმდეგობა ასევე დაკავშირებულია უფლებამოსილებასთან გამოიყენო იძულება მასთან, ვინც ამ სამართალს აყენებს ზიანს.

 

ე) მკაცრი   (strikte) სამართალი შეიძლება ასევე წარმოდგენილი იყოს ისე, როგორც შესაძლებლობა სრული ურთიერთიძულების, თითოეულის თავისუფლებასთან შესაბამისად  საყოველთაო კანონის თანახმად.

ეს მდგომარეობა ნიშნავს შემდეგს: სამართალი არ უნდა მოიაზრო, როგორც ორი ნაწილისგან შემდგარი, არამედ  კანონის შესახებ ვალდებულებიდან და იმ უფლებამოსილებიდან, ვინც თავისი თვითნებობით ავალდებულებს სხვას, აიძულოს იგი ამ ვალდებულების მიმართ; სამართლის ცნება შეიძლება  განიხილო პირდაპირ შესაძლებლობაში, დააკავშირო საყოველთაო ურთიერთიძულება ყოველის თავისუფლებასთან. როგორც საერთოდ სამართალს გააჩნია თავის ობიექტად ქცევის გარეგნული მხარე,  ასევეა მკაცრი სამართალიც, ე.ი. ისეთი, რომელსაც არ შეერევა არანაირი ეთიკური, არ მოითხოვს თვითნებობის არანაირ სხვა განსაზღვრულ საფუძვლებს, გარდა გარეგნულისა; რადგან მხოლოდ მაშინ არის იგი წმინდა და არ არის შერეული არანაირ ზნეობრივ მიწერილობებს. მკაცრ სამართალს  ( სამართალი ვიწრო გაგებით) შეიძლება, შესაბამისად უწოდო მხოლოდ სრულიად გარეგანი სამართალი. იგი ეფუძნება, მართალია, თითოეულს კანონის თანახმად ვალდებულების გაცნობიერებაზე, მაგრამ იმისათვის, რომ განსაზღვრო ამ თვითნებობის შესაბამისობაში, მკაცრი სამართალი, რომ იყოს წმინდა, არ უნდა და არ შეიძლება ეხებოდეს ამ გაცნობიერებას, როგორც  მოტივს. ამიტომ იგი ეყრდნობა გარეგანი იძულების შესაძლებლობის პრინციპს, თავსებადობით ნებისმიერის თავისუფლებასთან საყოველთაო კანონის თანახმად.

ამდენად, თუ ამბობენ,- კრედიტორს გააჩნია უფლება მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია აიძულოს მოვალე, რომ მისი საკუთარი გონება ავალდებულებდეს მას ვალის გასტუმრებას; არა, იძულება, რომლიც  ამას აკეთებინებს, სრულიად თავსებადია თითოეულის თავისუფლებასთან და თავსებადია საკუთარ თავისუფლებასთანაც, გარეგან საყოველთაო კანონების თანახმად. ამდენად, სამართალი და იძულების უფლებამოსილება , ერთიდა იგივეა.

ურთიერთიძულების კანონი, აუცილებლად შეთანხმებული ნებისმიერის თავისუფლებასთან, ვინც ხელმძღვანელობს საყოველთაო თავისუფლების პრინციპით,  წმინდა სამართლის კონსტრუირებულ გაგებას ჰგავს, ე.ი. წმინდა აპრიორულ მჭვრეტელობაში ამ ცნების ჩვენება, სხეულის თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობის ანალოგიით,   მოქმედების და უკუმოქმედების თანასწორობის კანონს დაქვემდებარებული. როგორც წმინდა მათემატიკაში ჩვენ მისი ობიექტის თვისება უშუალო ცნებიდან არ გამოგვყავს, არამედ შეგვიძლია  კონსტრუირებული ცნების გზით გამოვავლინოთ, აქაც არა იმდენად სამართლის ცნება, რამდენადაც მთლიანად ურთიერთ და თანაბარი იძულება დაყვანილი საყოველთაო კანონებამდე და შეთანხმებადი სამართალთან, შესაძლებელს ხდის  სასურველი კონცეფციის ვიზუალურ წარმოდგენას.

მაგრამ ამავე დროს, როგორც  წმინდა მათემატიკის ამ დინამიური ცნების საფუძველში (მაგალითად, გეომეტრიაში) წმინდა ფორმალური გაგება ძევს , გონებამ იზრუნა  განსჯა უზრუნველყოს  შესაძლებლობით და  აპრიორული მჭვრეტელობებით სამართლის ცნების კონსტრუირებისთვის. –  სწორი (rectum), როგორც პირდაპირ საპირისპიროდ, ერთის მხრივ, მრუდე, მეორეს მხრივ - მიდრეკილი; პირდაპირი, ისეთი ხაზის შინაგანი თვისებაა, როცა მოცემული ორი წერტილიდან შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ხაზი; მრუდე- ეს არის მდგომარეობა ორი ხაზის გადაკვეთის ან შეხების, რომლებიდანაც ასევე შესაძლებელია  მხოლოდ ერთი ( პერპენდიკულარული), მიდრეკილი ერთი მხარისკენ არა უფრო მეტად, ვიდრე მეორეს მიმართ, და სივრცის ორივე მხრიდან ერთნაირად გამყოფი; ამ ანალოგიით, სამართლის სწავლებას სურს, რომ მისი (das Seine) იყოს  (მათემატიკური სიზუსტით) განსაზღვული თითოეულისთვის, რისი მოლოდინიც ვერ გვექნება  სათნოების სწავლებიდან, რამდენადაც  მას არ შეუძლია არ დატოვოს რაღაც ადგილი გამორიცხვისთვის  (latitudinem).

ერთის მხრივ, ეთიკის სფეროში შეჭრის გარეშე, უნდა აღინიშნოს ორი შემთხვევა რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ რომლებისთვისაც შეუძლებელია ვინმეს პოვნა, ვისგანაც ნებადართული  იქნებიან და რომლებიც მიეკუთვნებიან როგორღაც ეპიკურეულს intermundia. უწინარესად, ჩვენ უნდა გამოვყოთ სამართლის საკუთარი სწავლების ორივე ეს შემთხვევა, რომელზედაც მალე გადავალთ, რათა მათმა მერყევმა პრინციპებმა არ მოახდინონ გავლენა ამ სწავლების მყარ საფუძვლებზე.

დანართი სამართლის დოქტრინაში. ორაზროვანი სამართალის თაობაზე

ნებისმიერ სამართლთან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით  (ius strictum) დაკავშირებულია იძულების უფლებამოსილება. მაგრამ შენთვის სამართალი შეიძლება მოიაზრო უფრო ფართო მნიშვნელობით (ius latum),  სადაც იძულების უფლებამოსილება არანაირი კანონით არ შეიძლება განისაზღვროს. - ეს ჭეშმარიტი ან  წარმოსახვითი სამართლით გვაქვს ორი: სამართლიანობა და უკიდურესი აუცილებლობის სამართალი; მათაგნ ერთი უშვებს იძულების გარეშე სამართალს,  მეორე იძულებას - სამართლის გარეშე და მარტივია შენიშნო , რომ სინამდვილეში ასეთი ორაზროვნება ემყარება  საეჭვო სამართლის შემთხვევებს, რომელთა გადამწყვეტი არავინ მოსამართლე არ არის. 

 

I  სამართლიანობა (Aequitas)

სამართალინობა (თუ მას ობიექტურად განვიხილავთ) საერთადაც არ არის  სხვისი ეთიკური ვალდებულების ( მათი კეთილგანწყობისა  და სიკეთის)  მიმართ აპელაციის საფუძველი. ის, ვინც მოითხოვს რაიმეს სამარათლიანობის საფუძველზე, ეყრდნობა საკუთარ სამართალს, მაგრამ მას არ ყოფნის მოსამართლისთვის აუცილებელი პირობები, რომელიც  ამ უკანსკნელს გადააწყვიტინებს, რამდენად ან როგორი სახით შეიძლება დააკმაყოფილოს მისი პრეტენზიები. მას, ვინც  თანაბარი პაით მონაწილეობს  სავაჭრო კომპანიებში,  სხვაზე მეტი გააკეთა, მაგრამ ამასთანავე უბედური შემთხვევის გამო დაკარგა უფრო მეტი, შეუძლია კომპანიას სამართლიანად მოსთხოვს უფრო მეტი, ვიდრე  თანაბარი ნაწილი. ერთის მხრივ, ჭეშმარიტი (მკაცრი) სამართლით, რამდენადაც- თუ ს ასეთ სიტუაციაში მოსამართლეს წარმოიდგენ   - მოსამართლეს არ გააჩნია ზუსტი   მონაცემები  (data), რათა გადაწყვიტოს, რამდენი ეკუთვნის ამ პირს ხელშეკრულების თანახმად, მას უარს ეტყოდნენ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შინა მოსამსახურეს, რომელიც წლის ბოლოს ხელფასს იღებს იმ დროისათვის უკვე გაუფასურებული ფულით, უფრო მეტიც, იგი ვეღარ იყიდის იმდენს, რამდენსაც  იყიდდა ხელშეკრულების გაფორმების დროს, არ შეიძლება იგივე ნომინალური მნიშვნელობით,  მაგრამ ფულის სხვადასხვა ღირებულების პირობებში დაეყრდნოს შენს სამართალს; მას შეუძლია მხოლოდ მიმართოს სამართლიანობას ( მუნჯ ღვთაებას, რომლის ხმაც შეუძლებელია გაიგონო), იმდენადა რამდენადაც კონტრაქტში ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, ხოლო მოსამართლე ვერ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებას განუსაზღვრელი  პირობების [შეთანხმებისა] შემთხვევაში.

აქედან გამომდინარეობს, რომ სამართლიანი სასამართლო ( სხვის დავებში მათი უფლებების შესახებ)  თავისთავში წინააღმდეგობას მოიცავს. მხოლოდ იქ, სადაც საქმე მოსამართლის უფლებებს ეხება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია განკარგვა საკუთარი პიროვნების სასარგებლოდ, მას შეუძლია და ვალდებულია მიჰყევს სამართლიანობის ხმას, მაგალითად, ხაზინა საკუთარ თავზე იღებს დანაკლისებს, რომლებიც განიცადეს სხვებმა მის სამსახურში და რომლებიც სთხოვენ მას დაფაროს ის, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სამართლით  მას შეეძლო უარეყო ასეთი პრეტენზიები საბაბით, რომ ხარჯები  მათი საკუთარი რისკით ოყო.

სიმართლე, სამართლიანობის სენტენციის (dictum) თანახმად, ,,ყველაზე მკაცრი სამართალი   ყველაზე დიდი უსამართლობაა“ (summum ius summa iniuria); , მაგრამ სამართლის გზაზე ამ სიბოროტეს ვერფერს უშველი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება  სამართლებრივ მოთხოვნებს, რადგანც სამართლიანობა ეხება მხოლოდ სინდისის სასამართლოს (forum poli), ხოლო ყოველი სამართლებრივი საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართლის საფუძველზე (forum soli).

სამართლის მოძღვრების დაყოფა

ა) სამართლებრივი ვალდებულების ზოგადი დაყოფა

ეს დაყოფა შესაძლებელია ულპიანეს მიხედვით გააკეთო,  თუ მის ფორმულებს აზრს მივანიჭებთ, რომელსაც არ მგონია, რომ იგი ასე ნათლად წარმოიდგენდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი შესაძლებლობას იძლევიან გამოყო მათგან ან ჩადო მასში. ეს ფორმულები ასეთია:

1. იყავი სამართლის მიხედვით მოქმედი ადამიანი (honeste vive). სამართლებრივი პატიოსნება (honestas iuridica) მდგომარეობს შემდეგში:სხვებთან ურთიერთობაში უნდა შეინარჩუნო საკუთარი ღირსება, როგორც ადამიანმა; ეს ვალდებულება გამოხატულია მდგომარეობით: ,,სხვებისთვის მხოლოდ საშუალება არ იყო, იყავი მათთვის ასევე მიზანი.’’

ეს ვალდებულება შემდგომში განმარტებული იქნება, როგორც აუცილებლობა, ჩვენს საკუთარ პიროვნებაში კაცობრიობის სამართალზე დაფუძნებული (lex iusti) .

2. არავის მოეპყრო არასამართლებრივად  (neminem laede), თუნდაც ამისთვის მოგიწიოს გაწყვიტო კავშირი დანარჩენებთან და გაექცე ყველანაირ საზოგადოებას (lex iuridica).

3. შედი  (თუ შენ არ შეგიძლია აირიდო ყველანაირი ურთიერთობა საზოგადოებასთან) ასეთ საზოგადეობაში, რომელშიც თითოეული შეიძლება ინარჩუნებდეს მისას  (suum cuique tribue).

– უკანასკნელი ფორმულა, თუ მას ვთარგმნით როგორც  ,, მიეცი ყველას თავისი“, იქნებოდა უაზრობა, ვინაიდან არ შეიძლება ვინმეს მისცე ის, რაც მას უკვე აქვს. ასე რომ, თუ მასში მოვიძიებთ აზრს, იგი ასე უნდა გამოითქვას: დაიკავე ისეთი მდგომარეობა,  რომელშიც თითოეულს შეიძლება ქონდეს გარანტირებული ნებისმიერ სხვასთან დამოკიდებულებაში თავისი“ (lex iustitiae).

ამდენად, მოყვანილი სამი კლასიკური ფორმულა არის ასევე სამართლებრივი ვალდებულების სისტემის დაყოფის პრინციპები შინაგანი, გარეგანი და იმგვარი სახით, რომელთა დახმარებით უკანსკნელი გამომდინარეობს პირველთა პრინციპიდან გამოყვანით.

უფლებების ზოგადი დაყოფა

1. უფლება,  როგორც სისტემატიური სწავლება ბუნებით სამართალზე, მხოლოდ აპრიორულ პრინციპებებზე დაყრდნობით და კანონმდებელის ნებიდან წამოსული პოზიტიური  (სტატუტარული) სამართალი.

2. უფლება, როგორც (მორალური) შესაძლებლობა დაავალდებულო სხვები ე.ი., როგორც კანონიერი საფუძველი  მათთვის (titulum); ამ უფელბების ძირითადი დაყოფა - ეს არის დაყოფა თანდაყოლილი და შეძენილი უფლებებისა: პირველი ეს ისეთი უფლებაა, რომელიც ნებისმიერს ბუნებიდან ეკუთვნის იმისგან დამოუკიდებლად, თუ  რომელი სამართლებრივი აქტიდანაა. მეორე- ეს არის უფლება, რომლიც მოითხოვს სამართლებრივ აქტს.

თანდაყოლილ შენს და ჩემს შეიძლება უწოდო ასევე შინაგანი [უფლება] ] (meum vel tuurn internum), ამიტომ გარეგანი უფლება ყოველთვის უნდა იყოს შეძენილი. თანდაყოლილი უფელბა მხოლოდ ერთია.

თავისუფლება (სხვისი ძალადობრივი თვითნებობისგან დამოუკიდებლობა), რამდენადაც იგი თავსებადია ნებისმიერ სხვის თავისუფლებასთან საყოველთაო კანონის თანახმად, არის სწორედაც ერთადერთი პირველსაწყისი უფლება, ყველა ადამიანისთვის  თანდაყოლილია  ადამიანის მოდგმისთვის მისი კუთვნილების ძალით. თანდაყოლილი თანასწორობა , ე.ი. დამოუკიდებლობა არსებული იმაში, რომ სხვებს არ შეუძლიათ ვინმეს დაავალდებულონ  იმაზე მეტი, ვიდრე ის, რაც მას, თავის მხრივ, შეუძლია დაავალდებულოს; მაშასადამე,   ადამიანის ბუნება  უნდა იყოს საკუთარი თავის ბატონი (sui iuris),  თანაბრობა, როგორც სრულყოფილი ადამიანის ბუნება (iusti), რამდენადაც იგი ნებსმიერი სახის სამართლებრივი აქტის პირისპირ არავისთან  მოიქცა უსამართლოდ , საბოლოოდ, ასევე უფლებამოსილება  სხვებთან ურთიერთობაში იმოქმედო ისე, რომ თავისთავად არ შეამცირებს მათ კუთვნილს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი თვითონ არ უზრუნველყოფენ ასეთს; ზუსტად ასე [უფლებამოსილება] უზიარებს სხვებს მხოლოდ მის აზრებს, მოუთხროს ან შეჰპირდეს რაღაც სხვებს, თუ გინდ ვიყოთ პატიოსნები, გულმართალნი, ან პირიქით (veriloquium aut falsiloquium), იმიტომ რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა ამ ადამინს ენდონ,-ყველა ეს უფლებამოსილება უკვე ჩადებულია თვითონ თანდაყოლილ თავისუფლებაში და (როგორც დაყოფის წევრები სამართლებრივი ცნების უფრო  მაღალ გაგებას დაქვემდებარებული) რეალურად არ განსხავდებიან ასეთი თავისუფლებისგან.

მიზანი, რისთვისაც ასეთი დაყოფა იყო შეტანილი ბუნებითი სამართლის სისტემაში (რადგანაც იგი ეხება თანდაყოლილ უფელბას),  ასეთია : რადგან, როცა ჩნდება კამათი შეძენილი უფელბის შესახებ და დგება საკითხი იმის შესახებ, რომ ვინ არის ვალდებული წარადგინოს მტკიცებულება (onus probandi),  დაკავშირებული საეჭვო ქცევასთან ან თუ ასეთი გამოვლენილია, საეჭვო უფლებასთან, ის ვინც საკუთარი თავისგან  უარყოფს ამ ვალდებულებას, შეუძლია მეთოდურად და თითქოს განსხვავებულ სამართლებრივ  საფუძველზე   დაეყრდნოს თავის თანდაყოლილ თავისუფლების უფლებას (რომელიც კონკრეტიზირდება მისი განსხვავებული ურთიერთობების თანახმად).

რამდენადაც თანდაყოლილი, მაშასადამე, შინაგანი ჩემის და შენის მიმართ არ  არსებობს [განსხვავებული] უფლებები, არამედ არის მხოლოდ ერთი უფლება, ამიტომ აღნიშნული მთავარი დაყოფა, როგორც შინაარსის მხრივ ორი უკიდურესად არათანასწორ წევრებისგან შემდგარი, შესაძლოა პროლეგომენებში იყოს ჩართული, ხოლო უფლებების შესახებ მოძღვრების დაყოფა მხოლოდ გარეგან ჩემს და შენს მიმართ შეიძლება არსებობდეს.

როცა განზრახულად, თუნდაც მხოლოდ დაუფიქრებლად, ამბობენ ტყუილს, ამას ჩვეულებრივ ეძახიან სიცრუეს  (mendacium), იმიტომ, რომ იგი ქმნის ზიანს ყველაზე ცოტა იმ ურთიერთობაში , რომ ის ვინც გულწრფელად მას იმეორებს, ხდება  გულუბრყვილო ადამიანი, დასაცინი სხვისთვის. მაგრამ სამართლებრივი მნიშვნელობით მიიჩნევა, რომ მხოლოდ იმ ტყუილს უნდა ეწოდოს სიცრუე, რომელსაც მოაქვს სხვისთვის ზიანი მის უფლებებში, მაგალითად,  ცრუ გზავნილი ვითომდა ვიღაცასთან შემდგარ შეთანხმებაზე,  იმისთვის, რომ მას ჩამოერთვას მისი საკუთარი  (falsiloquium dolosum); ასეთი განსხვავება ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარე ცნებებს შორის არ არის საფუძველს მოკლებული: თუ ვიღაც უბრალოდ თავის აზრებს გამოხატავს, მეორის ნებაა მიიღოს ის ისე, როგორც მას სურს, თუნდაც უსაფუძვლო გამოთქმა ამ შეხედულების შემდეგ, რომ ის  ადამიანი, ვის გამონათქვამებსაც არ უნდა ენდო, ისე ახლოა ბრალდებასთან, რომ იგი მატყუარაა, რომ საზღვართან,  იმის გამყოფს აქ რაც  სამართალის კუთვნილებაა (lus),, იმის გამო, რომ მიეკუთვნება ეთიკას , შეიძლება მხოლოდ ასეთი სახით განასხვავო.

ზნეობის მეტაფიზიკის ზოგადი დაყოფა

ყველა ვალდებულება - ეს იქნება სამართლებრივი ვალდებულებები (officia iuris), ე.ი. ისეთი, რომლებისთვისაც შესაძლებელია გარეგანი კანონმდებელობა, თუ სათნოებათა ვალდებულებები (officia virtutis s. ethica), რისთვისაც ასეთი კანონმდებლობა შეუძლებელია; სათანოებათა  ვალდებულებებს მხოლოდ იმიტომ არ შეუძლიათ იყვნენ დაქვემდებარებულნი რამენაირ გარეგან კანონმდებლობასთან, რომ ისინი მიყვებიან მიზანს, რომელსაც  ( ან ქონდეს) ასევე აქვს ვალი; ხოლო დაისახო მიზანი - ეს ისეთი რამეა, რომ არ შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე გარეგანი კანონმდებლობისგან (იმიტომ, რომ ეს არის შინაგანი, გონიერი აქტი); თუმცა შეიძლება მიეწეროს გარეგანი ქცევები, რომელსაც მიყავს მიზნამდე, მაგრამ სუბიექტი მას არ ქმნის თავის მიზნად. 

რატომ არის, რომ ზნეობის ( მორალის) შესახებ მოძღვრებას ჩევეულებრივ  ( არადა ზუსტად ციცერონიდან მოყოლებული) ეწოდება ვალდებულებების შესახებ მოძღვრება და არა  მასთან ერთად ასევე სამართლის მოძღვრება. არადა ის და სხვაც, ხომ დაკავშირებულია  ერთმანეთთან. - მიზეზი ამისა ასეთია: ჩვენ ვიცით ჩვენი საკუთარი თავისუფლება ( საიდანაც გამომდინარეობს ყველა მორალური კანონი, აქედან გამომიდინარე ყველა უფლება და მოვალეობა), მხოლოდ მორალური იმპერატივიდან, რაც წარმოადგენს ვალდებულებას  და რომლიდანაც შემდეგ შეიძლება განმარტო  სხვების დავალდებულების შესაძლებლობა, ე.ი. სამართლის ცნება.

ვინაიდან ვალდებულებების შესახებ მოძღვრებაში ადამიანს შეუძლია და უნდა იყოს წარმოდგენილი თავისუფლების მიმართ მთლიანად ზეგრძნობადი უნარის თავისებურებების თვალსაზრისით, მაშასადამე, აგრეთვე გამონაკლისი სახით მხოლოდ კაცთა მოდგმისადმი მისი მიკუთვნებადობისა როგორც პიროვნების ფიზიკური განსაზღვრულობისაგან სრულიად დამოუკიდებელი (homo noumenon) განსხვავებით იმავე სუბიექტისა, მაგრამ ფიზიკური განსაზღვრულობებით დატვირთული, ადამიანისგან (homo phaenomenon), – მაშინ უფლება და მიზანი ვალდებულების მიმართ მათ ურთიერთობაში კვლავ ამ ორმაგი თვისებით შეიძლება დაიყოს.

 

სუბიექტური  დაყოფა დამმავალდებლის  დავალდებულებულის მიმართ

1.     ადამიანის სამართლებრივი დამოკიდებულება არსებების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ არც უფლება არც ვალდებულება.

Vacat. რადგანაც ისინი მოკლებულნი არიან არსების გონებას, რომლებიც არ გვავალდებულებენ ჩვენ და რომლებსაც ჩვენ ვერ დავავალდებულებთ.

 

2. ადამიანის სამართლებრივი დამოკიდებულება არსებების მიმართ, რომელთაც აქვთ უფლებაც და ვალდებულებაც.

Adest. რადგანაც ეს არის ადამინის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ.

 

3.     ადამიანის სამართლებრივი დამოკიდებულება არსებების მიმართ, რომელთაც აქვთ მხოლოდ ვალდებულებები და არ აქვთ არანაიარი უფლებები.

Vacat. რადაგან ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი პიროვნება (მონები, მოსამსახურეები)

 

4.   ადამიანის სამართლებრივი დამოკიდებულება არსებების მიმართ, რომელთაც აქვთ მხოლოდ უფლებები და არ აქვთ არანაირი ვალდებულებები (ღმერთი).

Vacat. კერძოდ,  მხოლოდ ფილოსოფიაში

 

ამდენად, მხოლოდ N2 -შია  რეალური დამოკიდებულება უფლებას და ვალდებულებას შორის. მიზეზი, რომელი დამოკიდებულებაც არ არის N4-ში შემდეგია: რადგან ეს იქნებოდა ტრანსცენდენტური მოვალეობა, ანუ ის, რომლისთვისაც არ შეიძლება გარეგანი სავალდებულო სუბიექტის მიცემა, აქედან გამომდინრე, აქ თეორიული თვალსაზრისით დამოკიდებულება მხოლოდ იდეალურია, ე.ი.  ეს არის დამოკიდებულება გამოწვეული გარკვეული აზროვნებისადმი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, მაგრამ არა სრულიად ცარიელი ცნების მეშვეობით, არამედ  ნაყოფიერი ცნების მეშვეობით ჩვენს თავისავე დამოკიდებულებაში და შინაგანი ზნეობის მაქსიმაში, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულ შინაგან დამოკიდებულებაში, რაშიც კი მდგომარეობს ჩვენი მთელი იმანენტური (შესრულებადი) მოვალეობა ამ წმინდა აზროვნებით დამოკიდებულებაში.

მთავარი დაყოფა ბუნებითი სამართლისა არ შეიძლება იყოს დაყოფა ბუნებით და საზოგადოებრივ სამართლად ( როგორც ამ დრომდე მიიჩნევენ); იგი უნდა იყოფოდეს როგორც ბუნებითი და სამოქალაქო სამართალი. პირველი, აქედან ატარებს კერძო სამართლის სახელს, მეორე - საჯარო სამართლის სახელს. სინამდვილეში ბუნებითი მდგომარეობის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი  კი არ არის, არამედ სამოქალაქო მდგომარეობაა: ბუნებით მდგომარეობაში საზოგადოებას შეუძლია არსებობა, მაგრამ ოღონდ არა სამოქალაქოს (ჩემის და შენის გარანტია საჯარო კანონების მეშვეობით); ამიტომ სამართალი ბუნებით მდგომარეობაში იწოდება კერძო სამართლად.

 

თარგმანი ი. ახვლედიანი-ბერძენიშვილი