კარგი მოსამართლე (თომას ჰობსი)

„თვისებები, რომლებიც მოსამართლეს, ან კანონების ინტერპრეტატორს, ვარგისად აქცევს, არაიან, პირველ რიგში, ნათელი გაგება ძირითადი ბუნებრივი კანონისა, რომელსაც სამართლიანობა ეწოდება. ეს თვისება არ არის დამოკიდებული წიგნების კითხვაზე, არამედ ადამიანის საკუთრივ ბუნებრივ გონებასა და მის მსჯელობის უნარზეა დამოკიდებული. შეინიშნება იმ ადამიანებში, რომლებსაც სამართლიანობის პრინციპის მიმართ უდიდესი მოცალეობა და მასზე მსჯელობის უდიდესი წყურვილი ახასიათებთ. მეორე თვისება არის ზედმეტი სიმდიდრისა და ჩინის უგულვებელყოფა. მესამე თვისება — უნარი იმისა, რომ მსჯელობის დროს თავი დააღწიო შიშს, მრისხანებას, ზიზღს, სიყვარულსა და თანაგრძნობას. მეოთხე — უნარი იმისა, რომ მოთმინებით და ყურადღებით მოუსმინო და დაიმახსოვრო, მოიფიქრო და მიიღო გადაწყვეტილება."

თომას ჰობსი - ლევიათანი (გვ. 224)